პროექტის შესახებ

m² მთაწმინდის პარკთან ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. ახალი პროექტი მოიცავს 6 ხუთ სართულიან შენობას, სხვადასხვა დაგეგმარების სახლებით, ეზოებით, ტერასებითა და დუპლექსებით.

პროექტი გათვლილია მათთვის, ვისაც უფრო მეტ სიმწვანესა და სიმშვიდეში სურთ ცხოვრება, ვინც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სიჯანსაღესა და კეთილდღეობას.

m² მთაწმინდის პარკთან დასვენების, სიმყუდროვის და „საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების“ ადგილია.

პროექტის უპირატესობები

ადგილმდებარეობა

m² მთაწმინდის პარკთან განთავსდება 13 წთ. სავალზე თავისუფლების მოედნიდან. კომპლექსს პირდაპირი კავშირი ექნება ინოვაციების ქუჩასთან. მთაწმინდის პარკთან სიახლოვე კი დამატებით ღირებულებას სძენს პროექტს. ფუნიკულიორის საბაგიროსთან მარტივად წვდომისთვის, მაცხოვრებლებს მოემსახურებათ ელექტრომობილი.

გამწვანებული და ჯანსაღი გარემო

ყველა სახლიდან იშლება გამწვანებული პანორამული ხედი. თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად მოეწყობა თანამედროვე დიზაინითა და ორიგინალური მასალებით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული სარეკრეაციო ზონა. კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, სადაც ექნებათ შესაძლებლობა სისტემატიურად მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

კომფორტი და უსაფრთხოება

• კომპლექსის მენეჯერის მომსახურება

• 24-საათიანი დაცვა

• დასუფთავება

• გამწვანების მოვლა

კონტაქტი

მოგვწერეთ

კითხვა: info@m2.ge

მოსაზრება: feedback@m2.ge

ან აქვე

დაგვირეკეთ

(032) 2 444 111

ან ჩვენ დაგირეკავთ

მოგვყევით